Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
07/09/2011
2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას,
07/09/2011
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
06/09/2011
მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
06/09/2011
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოები  პირადად გადასცა.
06/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც 2011 წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
05/09/2011
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
05/09/2011
სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით  ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა  და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს.
04/09/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.  მანდატურებმა ბავშვთა სახლის მოზარდები ბათუმის ”აკვაპარკშიც”  წაიყვანეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
04/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული  სიახლეები და  სამომავლო გეგმები გააცნო.
04/09/2011
საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.
03/09/2011
2011-2012 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის 1700-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობებში განაგრძობს სასწავლო პროცესს.  მიმდინარე წელს წალენჯიხის რაიონის  8 სკოლას  სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აშენდა ახალი სასწავლო კორპუსები, რომელთაგან 7 სკოლა  აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
02/09/2011
საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, სასწავლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ფოსტის მომსახურებით უკვე საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
02/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს.
01/09/2011
წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი  წიგნებს მათ სახლში მიუტანს.
31/08/2011
2011-2012 სასწავლო წლისათვის, პირველად  საქართველოში, ერთდროულად 12 ახალი სკოლა შენდება და 350 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის №24 საჯარო სკოლაში გაეცნო.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >