Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
04/09/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურები ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.  მანდატურებმა ბავშვთა სახლის მოზარდები ბათუმის ”აკვაპარკშიც”  წაიყვანეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
04/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული  სიახლეები და  სამომავლო გეგმები გააცნო.
04/09/2011
საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.
03/09/2011
2011-2012 სასწავლო წელს წალენჯიხის რაიონის 1700-მდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობებში განაგრძობს სასწავლო პროცესს.  მიმდინარე წელს წალენჯიხის რაიონის  8 სკოლას  სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აშენდა ახალი სასწავლო კორპუსები, რომელთაგან 7 სკოლა  აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
02/09/2011
საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, სასწავლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ფოსტის მომსახურებით უკვე საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს.
02/09/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რაგბის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერეს.
01/09/2011
წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი  წიგნებს მათ სახლში მიუტანს.
31/08/2011
2011-2012 სასწავლო წლისათვის, პირველად  საქართველოში, ერთდროულად 12 ახალი სკოლა შენდება და 350 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის №24 საჯარო სკოლაში გაეცნო.
31/08/2011
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით, 5 ქართველი პედაგოგი ინკლუზიური განათლების საკითხებზე მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
30/08/2011

პროექტის ,,ასწავლე  და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.

30/08/2011
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და მათი სწავლით დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესში სახალისო სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით, სერტიფიცირებულ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
29/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა.
29/08/2011
29 აგვისტოს  11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
28/08/2011
მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“ აღსაზრდელებს მიულოცეს.  ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს.
27/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მე-200 ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი გახსნა და სკოლის იმ აღსაზრდელებს შეხვდა, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და არდადეგებსაც სკოლაში ატარებენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >