Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
28/07/2011
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ამჯერად, კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ.
28/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge; www.facebook.com/mes.gov.ge) და  სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე  სამაგისტრო გამოცდების ორი ნაწილის შედეგები გამოქვეყნდება. მაგისტრობის კანდიდატები ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის შედეგებს დღეს, 17 საათზე შეიტყობენ.
27/07/2011
საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული პროექტი  დასრულდა. პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში” პროექტის საბოლოო პრეზენტაცია და დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
26/07/2011
90 ქართველი სტუდენტი სწავლას მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს. კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამებში მონაწილე სტუდენტები სასწავლებლად უკვე გაემგზავრნენ.
26/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით, წარმატებული საქმიანობისთვის ღირსების ორდენები  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი გულუას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ანდრიაშვილს გადასცა.
25/07/2011
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს.
25/07/2011
საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გასაცნობად მორიგი უცხოური დელეგაცია ჩამოვიდა. ამჯერად, გამოცდილების გასაზიარებლად სამინისტროს აზერბაიჯანელი სტუმრები ეწვივნენ. 
24/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოდგილემ ნოდარ სურგულაძემ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ის ადგილი მოინახულა, სადაც სამინისტროს დაფინანსებით ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდება.
23/07/2011
ქვეყნის მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების პროცესი გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გურიის რეგიონის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა  გურიის რეგიონის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
23/07/2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ დღის ცენტრი “ცისარტყელას“ აღსაზრდელები მოინახულეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში 50 აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები  გადასცეს.
23/07/2011
სამეცნიერო სკოლების 30-მდე მოსწავლე კურორტ აბასთუმანში პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.  ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
22/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის დავალებით, საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს პრემიის სახით თითოელს 2000 ლარი გადასცა.
22/07/2011
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიებით აღიჭურვება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 186-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორია თავად მიუტანა.
21/07/2011
2011 წლის ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
21/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახალ სკოლას სამცხე-ჯავახეთშიც აშენებს. ახალქალაქში №3 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >