Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
21/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახალ სკოლას სამცხე-ჯავახეთშიც აშენებს. ახალქალაქში №3 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.
20/07/2011
საგანმანათლებლო ალიანსმა სასკოლო საზოგადოების შეკრება გამართა, რომელზედაც 2010/2011 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გატარებული რეფორმები განიხილეს და შეაფასეს. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
19/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საჯარო სკოლაში ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აშენებს ახალ სკოლებს, მათ შორისაა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის საჯარო სკოლაც, რომლის მშენებლობის მიმდინარეობა  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.
19/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გორის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ხორგუაშვილმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის რაიონის  სკოლების 50-მდე წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.
18/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგთა ტრენერები დააჯილდოვეს.
16/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორდღიანი გასვლითი სემინარი, აჭარაში გაიმართა სადაც, ტელე-რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
16/07/2011
პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლის ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
15/07/2011
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
14/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდა.
14/07/2011
ქართული ენის სწავლების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებს ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
14/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლას აშენებს.  მომავალი წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.
13/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები.
13/07/2011

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. ამ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა და  პროცესთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.

12/07/2011
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2011-2012 სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საუკეთსო ქულების მქონე ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება 2250 ლარით დაფინანსდება.
12/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში მიმდინარე 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >