Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლე
02/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე  ისვენებს.  დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. 
01/07/2011
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს შეხვდა და თითოეულს პრემიის სახით 2000 ლარი გადასცა.
01/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბასილაშვილი,  ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და  მეორე სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
01/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თიბისი ბანკისა და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქციის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გულისხმობს სწრაფ განვადებებზე სპეციალური შეთავაზების გაკეთებას საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის.
01/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა  საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
01/07/2011
ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი ქართველ მეცნიერთა კომერციულად მომგებიან კვლევებს კვლავ დააფინანსებს. საგრანტო კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან  (CRDF) ერთად გამოაცხადა.
30/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების პირველი დღის შედეგები მედიაცენტრში შეაჯამეს.
30/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ერთიან ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას  ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
30/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს საქართველოს სახელმწიფო  აგრარულ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს  გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოქროს მედლები  თბილისის საჯარო სკოლის 231 მოსწავლეს  გადასცა. სულ საქართველოს მასშტაბით 2010-2011 სასწავლო წლისთვის  877 ოქროს და 1122 ვერცხლის მედალოსანია.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამოცდების მედიაცენტრი გახსნა. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.
29/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 231 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.
28/06/2011
სამწუხაროდ, ერთ-ერთი მედია საშუალების მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სერთიფიცირებულ პედაგოგთა საათობრივი განაკვეთის შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის №576 ბრძანების თანახმად სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი.
28/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >