Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
13/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’ სწავლების ახალი ცენტრი გახსნეს. ცენტრში მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ლიფტების ელექტრომექანიკოსის პროფესიას.
13/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ინკლუზიური სწავლების ათი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები  წლების განმვალობაში ეფექტურად მუშაობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
11/06/2011
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების  მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება. მანდატურები  მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ  მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
10/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედა გამართა.
10/06/2011
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  317 წვევამდელმა, საზეიმო ვითარებაში  სამხედრო და სახელმწიფი დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო. საგაზაფხულო წვევამდელებს შორის იყვნენ საგურამოს, თბილისისა და ბათუმის ბავშვთა სახლებიდან შერჩეული რამდენიმე ბენეფიციარი
10/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე,  გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ
10/06/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან,  ირლანდიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
09/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  იმ კურსდამთავრებულთა  ათეულს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.  
08/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 
07/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი  შაშკინი სამინისტროში გამართულ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.
07/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სომეხ კოლეგებს ის უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების  მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებოდნენ.
07/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ დაესწრო.
06/06/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლის 6 და 7 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით   IV კლასის მოსწავლეთა ეროვნულ შეფასებებს ატარებს. შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში ტარდება.
06/06/2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.
05/06/2011
მანდატურები და თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული იხილეს“.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >