Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
29/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის  საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
28/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ  მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.
27/03/2011
სკოლის მანდატურები და გლდანის 200-ე საჯარო სკოლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათვალიერეს.
26/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  ამჯერად,  ისანი-სამგორის რაიონის  წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ რაიონის მუნიციპალიტეტების  ხელმძღვანელები,  პარლამენტარი გიორგი ხასნელიძე,  საკრებულოს  დეპუტატები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
25/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საერო სკოლა  ”ოლიმპში” ბერძნული კულტურის სასკოლო ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის” გახნას დაესწრო.
25/03/2011
განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შორის მემორანდუმი გაფორმდა.
24/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანთან ერთად,  თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია, სადაც  სომხეთის მინისტრს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერებინა.
24/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გახსნეს.
23/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო  გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სკოლამდელი აღზრდის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაციას დაესწრნენ.
23/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.
23/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საატესტატო გამოცდებისათვის მზადებას განაგრძობს.  საატესტატო გამოცდები ჩატარდება როგორც საჯარო  ასევე, კერძო სკოლების ბაზაზე.
22/03/2011
ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის -“სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში”-პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
22/03/2011
„შეისვენე  და მოიგე“ ასე ჰქვია  ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია  „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო.  კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
21/03/2011

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და სწავლის პროცესს გაეცნო. მინისტრმა სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.

20/03/2011
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის რეგიონების  საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >