Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
23/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საატესტატო გამოცდებისათვის მზადებას განაგრძობს.  საატესტატო გამოცდები ჩატარდება როგორც საჯარო  ასევე, კერძო სკოლების ბაზაზე.
22/03/2011
ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის -“სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში”-პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
22/03/2011
„შეისვენე  და მოიგე“ ასე ჰქვია  ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია  „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო.  კონკურსის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
21/03/2011

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და სწავლის პროცესს გაეცნო. მინისტრმა სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.

20/03/2011
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის რეგიონების  საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
19/03/2011
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩოსთან თბილისის 64-ე, 72-ე, 47-ე და 151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და ყვავილებით მივიდა.
19/03/2011
ზუგდიდისა და ფოთის  სკოლის  მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში  სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს.
19/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის  რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
18/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის ახალ, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.
17/03/2011
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ტესტებთან დაკავშირებით, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, გამოცდების მოახლოებასთან ერთად პრესის ჯიხურებში გამოჩნდა პერიოდული გამოცემები, რომლებიც ახალგაზრდებს გამოსაშვები თუ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის "მოსამზადებელ ტესტებს" სთავაზობს (,,აბიტურიენტი", ,,სასკოლო ტესტები" და სხვ).
17/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტი შემუშავდა.  პროექტის შექმნის შესახებ ინიციტივით სამინისტროს  ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მიმართა.
16/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი (IT) მოინახულა. IT ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც მხოლოდ  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სახელობო პროგრამები სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება
15/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისის №72 საჯარო სკოლაში სასკოლო სამოქალაქო კლუბების პრეზენტაციას დაესწრნენ. კლუბები  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
15/03/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში  ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.
15/03/2011
საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge-მ ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომხამრებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.  კითხვაზე თუ „რომელი სამინისტროს ვებ-გვერდია ყველაზე ინფორმაციული?“ - 10500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა უპასუხა და გამოკითხვის შედეგად შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >