Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/11/2010
კვების სასკოლო ობიექტების კეთილმოწყობა გრძელდება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში მორიგი ახალი სასადილო გახსნა.
09/11/2010
კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ.
08/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №181 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის ,,საბჭოეთის ისტორია” ჩვენებას დაესწრო.
06/11/2010
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე აქციაში  - „ დარგე   ხე,    გაამწვანე თბილისი“ ამჯერად, პროგრამის -”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი  პედაგოგებიც ჩაერთნენ.
05/11/2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრში ”სპექტრი” მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო სხვადასხვა პროფესიებში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს.
05/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ  თბილისის №123 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ანიმაციური ფილმი „ბოცო და გვანცა“ წარუდგინეს.
04/11/2010
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას  საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა.
03/11/2010
№71-ე საჯარო სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წევრები გამჯაშვილების  14 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის 5 ბავშვი ამავე სკოლაში სწავლობს. მანდატურებმა და სკოლის დირექციამ  ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით დაასაჩუქრეს.
03/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
03/11/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს  თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრთან და გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრთან.
02/11/2010
სკოლის მანდატურები თავშესაფარ „კათარზისს“ ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მოხუცებს ტკბილეული გადასცეს. მანდატურებმა ერთი დღე „კათარზისის“  მოხუცებთან ერთად  გაატარეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
02/11/2010

ახლადდამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო პროცესში იმპლემენტირება 2011 წლის 15 სექტემბერს დაიწყება. საწყის ეტაპზე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პირველ საფეხურზე (პირველი-მეექვსე კლასი) დაინერგება,

01/11/2010
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში  ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა.
31/10/2010
პროგრამის ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა მე-7 ნაკადი ჩამოვიდა.  ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადანაწილდებიან  და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში დაეხმარებიან.
30/10/2010
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 40 მანდატური და  №1 , №10 ,  № 157 ,  №29,  №52    სკოლის  მოსწავლეები  თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >