Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
05/09/2012
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცხადდება მიღება პირველი სამი საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაფინანსებით.
05/09/2012
სააგენტო „პირველის“ მიერ გავრცელებული დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც პირველკლასელთა რეგისტრაციას ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასარეგისტრირებლად პირველი ვადა 2012 წლის 2 აპრილიდან 17 ივნისამდე იყო განსაზღვრული.
05/09/2012
წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ
04/09/2012
2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა იმ აბიტურიენტებთან, რომლებიც 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
04/09/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი თელავსა და გურჯაანში  სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მივიდა, სადაც სტუდენტები ჰყავთ.
03/09/2012
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა” გრძელდება. პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს.
03/09/2012
2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია. წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შერშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია.
03/09/2012

საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.

31/08/2012

სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.

27/08/2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

27/08/2012
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა, და მასში გათვალისწინებული  სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.
25/08/2012

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს.

23/08/2012

2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება  მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.  სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

23/08/2012

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

21/08/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >