Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/04/2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაენის დღეს, 14 აპრილს პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ პედაგოგებსა და მათ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
14/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკონცერტო ნომრები წარუდგინეს.
14/04/2012
ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მორიგი ქართული ენის სახლი დღეს წალკაში გახსნეს.
13/04/2012
ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯს „ჰორიზონტი“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა,  სასწავლო ლაბორატორიები საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, განახლდა სასწავლო პროგრამები,  გადამზადდა პედაგოგები.
12/04/2012
ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს”  ავტორი თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია.
12/04/2012
საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს.
12/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ამჯერად სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ახლადაშენებული სკოლა მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.
11/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.
11/04/2012
ორი წლის წინ საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს თავად მიულოცა ორი წლის იუბილე და მათგან ათი საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა, ჯილდო გადაეცა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად ხიდიშელსაც.
11/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად კონკურსებს აცხადებს.
11/04/2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის მე–2 საჯარო სკოლაში ოზურგეთის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ნდოარ სურგულაძემ სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
10/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება.
09/04/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.
08/04/2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურებმა აქციაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს და მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.
07/04/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >