Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
21/03/2012
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.
21/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
20/03/2012
დღეიდან პროექტში ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.summerjob.ge-ზე მიმდინარეობს და 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგაგრძელდება.
20/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
19/03/2012
მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა და საზაფხულო დასაქმების პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა,ასევე უმნიშვნელოვანესი უწოდა პროფესიული განათლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლას.
19/03/2012
2012 წლის 20 მარტიდან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება.
19/03/2012
19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების  მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
19/03/2012
2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.
18/03/2012
სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს.
18/03/2012
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება. №24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.
17/03/2012
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო.
16/03/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვებით,  კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
15/03/2012
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს.
14/03/2012
ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართვა ანტინარკოტიკულ კამპანიაში.
14/03/2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდას გულისხმობს,  გრძელდება.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >