Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე  საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას.
13/02/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მომავლის კლასი“ ამჯერად, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში  გახსნა. ,,მომავლის კლასი’’ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული  მონიტორები.
13/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს.  გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია.
12/02/2012
ხვალ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციას გამოაცხადებს. პედაგოგთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყება და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
12/02/2012
მანდატურები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ. მოხუცებულთა თავშესაფარ „კათარზისში“ მანდატურებმა 20-მდე მოხუცებული მოინახულეს. მოხუცებულთან ერთად მანდატურებმა მთელი დღე გაატარეს და ღონისძიების ფარგლებში მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.
11/02/2012
თბილისის  50  მანდატურს,  რომლებმაც  წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადაეცათ.  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების კურსები  შსს აკადემიაში გაიარეს.
10/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს.
10/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება  უფასო ტრენინგები.
10/02/2012
”კავკასიის უნივერსიტეტმა” 34 საჯარო და კერძო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკატო კურსების ორგანიზებას და დაეხმარება სკოლებს ვებგვერდების შექმნასა თუ სრულყოფაში.
09/02/2012
დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით  გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა.
08/02/2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნა. ნიკა გილაური მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო ტექნიკით აღჭურვილ ულტრათანამედროვე ,,მომავლის კლასს’, სადაც  ინტერაქტიული სმარტდაფა და მონიტორებია დამონტაჟებული.
08/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება.
08/02/2012
აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა წელს პირველად სრულად ამოქმედდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთორმეტეკლასელთა Online რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №72 საჯარო სკოლაში დაესწრო.
07/02/2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
06/02/2012
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახები და სპეცსაცავები. განახლებული ბიბლიოთეკა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >