Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
24/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში  ბიოლოგიის შემაჯამებელ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  ჯეოსელის კლასში ჩატარდა.
24/10/2011
2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის პროექტი ,,დავეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში“ ამოქმედდება.
23/10/2011
მანდატურებსა და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონოთეატრმა ამირანმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მხატვრული ფილმი „სამი მუშკეტერი“  იხილეს. მანდატურებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
22/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების  ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის   182-ე საჯარო სკოლაში თბილისის ისანი-სამგორის, დიდგორისა და მცხეთის სკოლების "მსოფლიო კულტურის" პედაგოგთა ტრენინგს დაესწრო, რომელიც ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის ორგანიზებით იმართება.
22/10/2011
მასწავლებლის სახლში ფიზიკის მასწვალებლებისთვის და N199-ე და N42-ე სკოლების მოსწაველებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. ცერნის კვლევითი ლაბორატორიის ექსპერტებმა პედაგოგებთან ფიზიკაში არსებულ თანამედროვე მიღწევებსა და ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.
21/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
21/10/2011
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლეთა წახალისების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მეათეკლასელი მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
20/10/2011
2011 წელს ქართული ხელნაწერები ”იუნესკოს” მსოფლიო  დოკუმენტურ რეესტრში შევიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს ,,იუნესკოს’’ საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალურმა მდივანმა  ქეთევან კანდელაკმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.
20/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, იმერეთის  გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ  და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პალიკო კუბლაშვილმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახლადაშენებული საბაზო სკოლა გახსნეს.
20/10/2011
სამინისტროს  მიერ ინიცირებული „სამოქალაქო აქტიურობის  ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  საქველმოქმედო საღამო გამართეს.
19/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში  ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირების პროცესში გამოვლენილი ათი საუკეთესო სკოლის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭათ.
19/10/2011
2011 წლის 19 ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე სამინისტრო თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლების საინფორმაციო ცენტრებში საგანმანათლებლო ექსკურსიებს ახორციელებს.
18/10/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა.
17/10/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯი გახსნეს.
17/10/2011
საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ თბილისის №157-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ახალი წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" წარუდგინეს. წიგნი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადდა და   14-18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >