Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
29/01/2013
წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  სკოლებს ორი სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: პროექტების კონკურსს თემაზე „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს.
28/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის სახელზე სამინისტროსა და  შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა.
28/01/2013
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები  4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით  გაიმართება, მეორე  ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან  29  მაისის ჩათვლით.
25/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვას იწყებს.
24/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  სამუშაო შეხვედრა  დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელებთან გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების კათედრების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
24/01/2013
ყაზახეთის  ჟაუტიკოვის  მე-9  საერთაშორისო  ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში  მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის უფროსკლასელები  მონაწილეობდნენ.
23/01/2013
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენლის მოადგილე ნადა მარასოვიჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების მრჩეველი ფილიპ ტესტოტ-ფერინი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ალუდა გოგლიჩიძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
23/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი  პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ აამოქმედა. პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ.
22/01/2013
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  2011-2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დღეს, სიღნაღში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ გახსნა.
21/01/2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ალუდა გოგლიჩიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე დღეს  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

21/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში გამართა, სადაც საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა.
18/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი, ტესტირება მასწავლებლის სახლში (მისამართი: გმირ კურსანტთა #1) გაიმართება.
18/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  აცხადებს კონკურსს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის  დაკავების მიზნით.
18/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა ,,ევროკლიოს’’ (ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციის) წარმომადგენლებს და  ამ საერთაშორისო არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
17/01/2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა  თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების კათედრის ხერლმძღვანელბთან გაიმართა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >