Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
05/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით 2011-2012  სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება.
04/08/2011
სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. წელს წიგნების გადაცემის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება.
03/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
03/08/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.
02/08/2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლის ახალი ეტაპი გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისე პედაგოგთა რამდენიმე ნაკადს ველოდებით, წლის ბოლომდე სულ 1500 პედაგოგი ჩამოვა.
02/08/2011
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების იმ მოსწავლეთა დამრიგებლები არიან, რომელთაც  2011 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.
01/08/2011
სასწავლო დაწესებულებების მანდატურები სამაშველო კურსებს თბილისის ზღვაზე გადიან. პროცესში ჩართულია როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური.
01/08/2011
2011 წლის 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა მობილობა ცხადდება, აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა შეუძლიათ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
31/07/2011
მანდატურებმა  სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუმზადეს. სამტრედიის სპეციალური საჭიროების ბავშვები მანდატურებმა ქუთაისის „აკვაპარკში“  წაიყვანეს.  მოზარდები  „აკვაპარკში“  მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ.
30/07/2011
2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლა 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა. თსუ-ის 2011 წლის კურსდამთავრებულების გამოშვების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ.
29/07/2011
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა ,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანება და გთხოვთ გაითვალისწინოთ.
29/07/2011
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 4 მაისს ძალაში შევიდა ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის  №269 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  №62/ნ ბრძანება.
29/07/2011
2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგანი - ,,მსოფლიო კულტურა' შემოდის. ამ თემას პედაგოგთა კონფერენცია მიეძღვანა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
29/07/2011
პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის პოლიტიკის განსაზღვრისა და პროფესიონალი კადრების დასაქმების მიზნით დოკუმენტი შეიქმნა.
28/07/2011
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ამჯერად, კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >