Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
09/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.
09/07/2011
მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში  „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია„ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა.
08/07/2011
პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა  ბრიფინგი გამართეს.
08/07/2011
დაიწყო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა  სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის პროცესი. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის კანდიდატი ამირან ჯამაგიძე წარუდგინა.
08/07/2011
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-ზე გაემგზავრა. საქართველოს წარგზავნილები ტაილანდის დედაქალაქში ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელს დაიცავენ.
08/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური პროფესიული ცენტრი მოინახულა. სასწავლებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა და 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.
07/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ვარშავაში გამართული კონფერენციის  ,,მობილობის აღმოსავლეთ განზომილება” მუშაობაში იღებს  მონაწილეობას.
07/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, რუსთავის  სკოლების 24 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.
06/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.
05/07/2011
6 ივლისს პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები დაიწყება. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
04/07/2011
ზოგად უნარებში გამოცდები 4 და 5 ივლისს ოთხ ნაკადად ჩატარდება. უნარების გამოცდის დაწყებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აკვირდებოდა.
04/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ნოდარ სურგულაძე სკოლებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლების სწავლების საგანმანათლებლო პროგრამის (1995-2011 წ.წ.)  ანგარიშის პრეზენტაციას და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, პროგრამის  სამინისტროსათვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
03/07/2011
სამტრედიის N15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა სათაფლიის მღვიმე დაათვალიერა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
02/07/2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე  ისვენებს.  დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. 

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121   >