საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების რეფორმის განხორციელების გეგმებზე დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქუტრის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, საქართველოს პარლამეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, თბილისის 195-ე საჯარო სკოლის ახალი სპორტული მოედანი გახსნეს.
სამინისტროში კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საჭირო კომპლექსური სამუშაოების შესახებ, რომლებსაც სამინისტრო აქტიურად აწარმოებს სხვა პასუხისმგებელ სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
"ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ სისტემაში ბევრი, წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტურქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემაა და შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რაც სისტემურ მიდგომას ეფუძნება".