გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზეინაბ ბერაძე ქართულ ენას უკვე 13 წელია ასწავლის. მისი მოსწავლეები წარმატებულები არიან როგორც ოლიმპიადებში, ასევე სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. ზეინაბ ბერაძის აზრით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც მასწავლებელს მონდომებული, მოტივირებული მოსწავლეები და შვილების წარმატებით მადლიერი მშობლები ჰყავს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა.
სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს ლალი მარგიანი მეხუთე წელია ქართულ ენას ასწავლის. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა, რომ ბავშვებისთვის საქართველო ჯერ თავისი კულტურით, მწერლობითა და ხელოვნებით გაეცნო. ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწია, მისი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.