ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ენერგო-ეფექტურობის პრინციპით, თბილსში 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება. „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს“ ხელი დღეს მოეწერა.
ცოდნის დონის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მედიაპროექტ „ეტალონს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.
2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს. ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის კარკასი უკვე აშენებულია.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შედეგად, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.