„შრომის უსაფრთხოების დესპანი“ – სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება. პროექტში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ისინი სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მონაწილეობას შრომის ინსპექტორებთან ერთად მიიღებენ. შერჩეული სტუდენტები ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ მიკისკას უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.