საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგა. ახალ გამოცემაში თავმოყრილია ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ მოწყობასა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ მექანიზმებს შეეხება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობებს სთავაზობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე ონლაინ სხდომა გახსნა, რომლის მიზანს უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეების განხილვა წარმოადგენდა.