საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.