საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მართავს კრეათონს ყველაზე შემოქმედებითი იდეების გამოსავლენად საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შესაქმნელად.
კრეათონი 2 მიმართულებას მოიცავს:
კრეათონში გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით.
მონაწილეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად ასევე, ჯგუფში (მაქსიმუმ 3 წევრი) მუშაობა ერთ ან ორივე მიმართულებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებას იტოვებს კრეათონის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის შემდგომ გამოყენებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაინტერესების შემთხვევაში, უფლებას იტოვებს კრეათონის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის (გარდა გამარჯვებული პროექტისა) შემდგომ გამოყენებაზე, ავტორთან შეთანხმებით.
კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სტუდენტებს, მოსწავლეებს (14 წლის და ზემოთ ასაკის). მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან ორივე მიმართულებაზე, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას.
მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობა და ყველა საჭირო რესურსი (ლეპტოპი, სახატავი საშუალებები და ა.შ) კონკურსში მოთხოვნილი დავალების შესასრულებლად.
კრეათონი გაიმართება:
მისამართი: ტექნო-პარკი. ოქროყანა, თბილისი ინოვაციების ქუჩა #7
თარიღი: 23 ივლისი 10:00 საათი; ადგილზე რეგისტრაცია 09:00 საათი-დან
მონაწილეობა უფასოა
კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება
მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი 100 ადამიანი
გისურვებთ წარმატებას!