დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა
28.02.2012

გაზეთი ”24 საათი”  28 თებერვალი

დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა

ავტორი: ლალი ცერცვაძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ, შე­კითხ­ვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა კი ფე­ის­ბუ­ქის ნე­ბის­მი­ერ მომ­ხ­მა­რე­ბელს მი­ე­ცა.

ა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ, შე­კითხ­ვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა კი ფე­ის­ბუ­ქის ნე­ბის­მი­ერ მომ­ხ­მა­რე­ბელს მი­ე­ცა.

დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი შე­საძ­ლოა, ფა­სი­ა­ნი გახ­დეს. რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფოც ვალ­დე­ბუ­ლია, სწავ­ლა და­ა­ფი­ნან­სოს.

მი­ნისტრს შე­კითხ­ვე­ბი და­უს­ვეს ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც ამ წლის 15 სექ­ტემ­ბ­რი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. შაშ­კინ­მა პი­რო­ბა მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს, რომ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ხუ­თი წლის მან­ძილ­ზე არ შე­იც­ვ­ლე­ბა და არც ერ­თი წიგ­ნი 10 ლარ­ზე მე­ტი არ ეღი­რე­ბა.

მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ სკო­ლებ­ში მო­მავ­ლის კლა­სე­ბის გახ­ს­ნი­თაც და მი­ნის­ტ­რის­გან მი­ი­რეს და­პი­რე­ბა, რომ ახალ სას­წავ­ლო წლამ­დე ასე­თი 100 კლა­სი ამოქ­მედ­დე­ბა. მო­მავ­ლის კლა­სე­ბის შე­ნე­ბა მო­მა­ვალ წლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. "ინ­გ­ლი­სუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რი რომ იცი, არ ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხარ, მაგ­რამ ნიშ­ნავს, რომ შე­გიძ­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შაო თვით­გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მო­ი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში და გა­იღ­რ­მაო ცოდ­ნა," - გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.

"ფე­ის­ბუ­კის" მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. შაშ­კინ­მა გა­ნაცხა­და, რომ სა­ზაფხუ­ლო და­საქ­მე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვინც მიმ­დი­ნა­რე მო­ნა­ცე­მე­ბით სტუ­დენ­ტად ირიცხე­ბა. ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­თ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბი 500 ლარს მი­ი­ღე­ბენ.

მი­ნის­ტ­რ­მა ისა­უბ­რა მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ზეც. მი­სი თქმით, ასე­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის შექ­მ­ნის იდეა ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ გაჩ­ნ­და: ერთ-ერთ სკო­ლა­ში მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ბავ­შ­ვი უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­მა კე­დელ­ზე მი­ა­ლურ­ს­მ­ნეს. "ამი­ტომ გა­დაწყ­და მან­და­ტუ­რის შე­მოყ­ვა­ნა და ნამ­დ­ვი­ლად გახ­და სკო­ლა უსაფ­რ­თხო. მშობ­ლებს შვი­ლის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა რომ არ ეში­ნი­ათ, ეს უსაფ­რ­თხო სკო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ჩვე­ნი დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი თა­ვი­დან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და მან­და­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტს," - აღ­ნიშ­ნა შაშ­კინ­მა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­კითხ­ვე­ბი დას­ვეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ხე­ბაც. და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, გეგ­მავს თუ არა სა­მი­ნის­ტ­რო სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ქა­ლაქ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა გა­ნაცხა­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლობს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აწყობს სხვა­დას­ხ­ვა ტურ­ნი­რებს ქა­ლაქ­გა­რეთ, მოს­წავ­ლე­ებს კი თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ ასეთ ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მი­ნის­ტ­რ­მა უარ­ყო ბო­ლო დროს გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბიც, თით­ქოს მშობ­ლე­ბის­თ­ვის სან­ქ­ცია და­წეს­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ბავშვს 5 წე­ლი შე­უს­რულ­დე­ბა და სკო­ლა­ში არ შე­იყ­ვანს. შაშ­კინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ მშობ­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია, შე­იყ­ვანს თუ არა შვილს სკო­ლა­ში 5 წლის ასაკ­ში და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო არ ჩა­ე­რე­ვა.

მი­ნის­ტ­რ­მა პი­რო­ბა და­დო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მსგავს შეხ­ვედ­რებს ყო­ველ­თ­ვე გა­მარ­თავს და არ­ცერთ შე­კითხ­ვას და­ტო­ვებს უპა­სუ­ხოდ.