სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა.