საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც დუალური პროგრამის სტუდენტებსა და მათ პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და პროგრამის შესახებ მათი შეფასებები მოისმინა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.