ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიხსა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (29 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს საგამოცდო ტესტირება, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა, რადგან სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (28 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება მიმდინარეობს. საცდელი ტესტი, აპლიკანტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება და მოსინჯონ საკუთარი ძალები, რომელიც მათ საგამოცდო პროცესს გაუადვილებს.