კვირეულის შესახებ

პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული, რომლის მიზნებია:
  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
მეცნიერების და ინოვაციების კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი იხსნება 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს და მთავრდება 17 ნოემბერს, სტუდენტების საერთაშორისო დღეს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება: კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ. კვირეულის ფარგლებში გავიხსენებთ აგრეთვე იმ დიდ ქართველ მეცნიერებს, რომელთა იუბილეებსაც წელს აღვნიშნავთ და რომლებმაც შექმნეს ქართული მეცნიერება. გავიხსენებთ წარსულს, გავეცნობით ქართული და მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებს და შევეცდებით ახალგაზრდა თაობას გავუღვივოთ ინტერესი მეცნიერების მიმართ.
Print Friendly