მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა


მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოსმეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი – “ქართველოლოგიისპრობლემები და პერსპექტივები“ გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ–ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს კულტურისმინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრიდიასპორის საკითხებშიგელა დუმბაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგიკვესიტაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანჩამოსული ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში, 10-14 ნოემბერს თბილისი პირველ ქართველოლოგიურ კონგრესს,,ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები უმასპინძლებს,რომლის სტუმრები იქნებიანმეცნიერები მსოფლიოს ასამდე ქვეყნიდან. კონგრესის მიზანია ქართველოლოგიაში მომუშავეუცხოური უნივერსიტეტებისა და ცენტრებისმეცნიერთა ანგარიშებისა და პრობლემატიკისწარდგენა, არსებული პერსპექტივებისა და მიზნების განხილვა.
ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა,ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ასევე, ქართველოლოგიის მიმართულებითცნობილმა, მოწვეულმა მეცნიერებმა.
ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დასაქართველოსსაპატრიარქო.

Print Friendly

Leave a Comment