ცერნის მოძრავ გამოფენას თამარ სანიკიძე მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა

მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში ჯერ ისევ გამოფენილია ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, ცერნის (CERN) მოძრავი გამოფენა. გამოფენის სანახავად, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლიდან მოდიან მოსწავლეები. დღეს, გამოფენას მოსწავლეებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუმრობდა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ცერნის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობას ქართველი ახალგაზრდა სტუდენტები უწევენ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს ამომწურავად პასუხობენ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

ცერნი ეს არის ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. იგი განლაგებულია ქალაქ ჟენევის დასავლეთით, ნაწილობრივ შვეიცარიის და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ცერნი საუკეთესო სპეციალისტებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ, მათ შორის არიან ქართველი მეცნიერებიც.
გამოფენა საქართველოში და კავკასიაში პირველადაა წარმოდგენილი და დამთვალიერებელს 14 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

Print Friendly

Leave a Comment