სიმონ ყაუხჩიშვილი

სიმონ ყაუხჩიშვილი

სიმონ ყაუხჩიშვილი იყო ცნობილი ქართველოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. მან დიდი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიისა და არქეოლოგიის განვითარებაში. 1918 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც ასწავლიდა კლასიკურ ენებს, კითხულობდა ბერძნული ლიტერატურისა და ბიზანტიის ისტორიის კურსებს, ეწეოდა სამეცნიერო და მთარგმნელობით საქმიანობას. 1927 წელს ს. ყაუხჩიშვილს ბიზანტინოლოგიის დოქტორის წოდება მიენიჭა და ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგედ დაინიშნა. მას მინიჭებული ჰქონდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1950 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს _ აკადემიკოსად იყო არჩეული. იგი ასევე იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს,…

ვრცლად

თინათინ წერეთელი

თინათინ წერეთელი

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი. იგი პირველი დოქტორი ქალი იყო საბჭოთა კავშირის იურისტთა შორის. თ. წერეთელი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის გამგე, ხოლო 1950-52 წლებში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. 1957 წლიდან, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამართლის განყოფილება, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით დაარსდა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი და რომელიც დღეს თინათინ წერეთლის სახელს ატარებს. მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობისას მან ზედიზედ გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფიები: ,,დანაშაულის მომზადება და მცდელობა”…

ვრცლად

ვლადიმერ მაყაშვილი

ვლადიმერ მაყაშვილი

ვლადიმერ გიორგის ძე მაყაშვილი იყო ცნობილი ქართველი საბჭოთა იურისტი, კრიმინალისტი. 1934-1940 წ.წ. გახლდათ თსუ-ის სისხლის სამართლის კათედრის ასისტენტი, შემდეგ კი უფროსი მასწავლებელი. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საბჭოთა იურიდიულ ლიტერატურაში ბრალის ცნებას შეეხო და სრულიად საკავშირო იურიდიული დაუსწრებელი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში მიწვევის დროს, დაწერა პუბლიკაცია, რომელიც ეხება სისხლის სამართლის ერთ-ერთ ურთულეს საკითხს – ბრალის პრობლემას. ვ. მაყაშვილი თანაავტორია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მეცნიერულ-პრაქტიკული კომენტარისა, რომელიც 1976 წელს გამოიცა. 1966 წელს ვ. მაყაშვილი აქტიურად  ჩაება…

ვრცლად

გიორგი ციციშვილი

გიორგი ციციშვილი

გიორგი ვლადიმერის ძე ციციშვილი იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1949 წლიდან იგი იყო თსუ-ს პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა განყოფილების წევრ–კორესპონდენტი სპეციალობით“ფიზიკური ქიმია”, განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და ბიუროს წევრი. 1960 წელს იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1963 წელს კი არჩეული იყო პრეზიდიუმის წევრად და ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივნად.  გიორგი ციციშვილმა დიდი წვლილი…

ვრცლად

გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ასპირანტი ეთნოგრაფიის სპეციალობით და თსუ-ს ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, უფროსი სპეციალისტი და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. გიორგი ჩიტაია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელი; მის სახელს უკავშირდება ეთნოლოგიური დისციპლინის განვითარება საქართველოში. გიორგი ჩიტაიამ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით საფუძველი ჩაუყარა ქართული ეთნოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მან შეიმუშავა საველე კვლევის სპეციფიკური მეთოდი – კომპლექსურ-ინტენსიური კვლევის მეთოდი, რომლის წყალობითაც…

ვრცლად

ვახტანგ VI – ქართული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფუძემდებელი

ვახტანგ VI – ქართული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფუძემდებელი

ვახტანგ VI საქართველოს ისტორიაში შევიდა არა მარტო როგორც მეფე, დიდი საზოგადო, პოლიტიკური და სამეურნეო მოღვაწე, სჯულმდებელი, მთარგმნელი, პოეტი და მწიგნობარი, არამედ, როგორც ქართულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფუძემდებელი. ვახტანგმა სპარსულიდან თარგმნა და გადმოაკეთა აღმოსავლური ასტრონომიული ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „ასტროლაბის სასწავლებელი წიგნები“, „ქმნულების ცოდნის წიგნი“, „ზიჯი“ და სხვა. ვინაიდან ამ თხზულებებში დიდი ადგილი ეთმობოდა გეოგრაფიის, განსაკუთრებით კი მათემატიკური გეოგრაფიის საკითხებს, მათი საშუალებით ქართულ ენაზე მტკიცე საფუძველი ჩაეყარა როგორც ასტრონომიულ, ისე გეოგრაფიულ ლიტერატურას. ისპაჰანში ვახტანგმა მათემატიკური ხელსაწყოების ცნობილ…

ვრცლად

გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი

გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი საქართველოს ტოპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ტოპოლოგიის არაერთი მიმართულების თანამედროვე მიღწევები მის სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული. სამეცნიერო მოღვაწეობის  პარალელურად ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მან შექმნა მეოცე საუკუნის, თანამედროვე მათემატიკოსთა ძლიერი სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ მის საქმეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში. მისი ძალისხმევით 1965 წელს შეიქმნა აუცილებელი კურსი „ალგებრისა და ტოპოლოგიის ძირითადი სტრუქტურები“. აკადემიკოს ჭოღოშვილის მიერ შექმნილ თსუ-ის ალგებრისა და გეომეტრიის კათედრაზე და მის მიერვე დაარსებულ ა. რაზმაძის…

ვრცლად

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში. იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც კეთილშობილთა სასწავლებელში გადაიყვანეს. 1831 წელს დიმიტრი გიმნაზიად გადაკეთებულ კეთილშობილთა სასწავლებელში მასწავლებლად დანიშნეს, საიდანაც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. 1837 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და მალევე გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე.   XIX საუკუნის 40-80-იან წლების საქართველოში იშვიათია ეროვნული მიზანდასახულობის რამდენიმე მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლის ინიციატორი, ორგანიზატორი ან განმსაზღვრელი მნიშვნელობის მონაწილე იგი არ ყოფილიყო: საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება, პროფესიული ქართული თეატრის დაარსება,…

ვრცლად

დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი

დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი

2015 წელს სრულდება დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი. იგი იყო საქართველოში არქეოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დრამატურგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ სიძველეთა და ხელნაწერთა აღმოჩენის, გადმოღების და დამუშავების თვალსაზრისით, მათ შორისაა თავისი მნიშვნელობით უნიკალური „ძეგლი ერისთავთას“ ტყავზე ნაწერი დედანი, ომან ხერხეულიძის ნაშრომი „მეფობა მეფობა ირაკლისა“, მეტეხის ოთხთავი და სხვ. სწორედ დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი იყო მარი ბროსეს მასპინძელი გორში სტუმრობისას, მათ ერთად მოიარეს და აღწერეს ქართლის სიძველეები, ხოლო ბროსეს პეტერბურგში წასვლის…

ვრცლად

გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი გამორჩეული სახელია საქართველოს ახალ ისტორიაში. ის იყო სამშობლოს თავისუფლებისათვის თვალსაჩინო მებრძოლი, ეროვნული და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და მილიონერი ბიზნესმენი. ამასთან, მსოფლიო მას იცნობს, როგორც პარფიუმერული ინდუსტრიის პიონერს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სუნამოების სახელგანთქმული ფირმის – ,,პრინცი მაჩაბელის“ ფუძემდებელს. გიორგი 1885 წელს დაიბადა. ოჯახში მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ დაასრულა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო უმაღლესი განათლება გერმანიაში, ბერლინის სამთო აკადემიაში მიიღო. პირველი მსოფლიო ომის წლებში გიორგი მაჩაბელმა სხვა ქართველ ეროვნულ მოღვაწეებთან ერთად ევროპაში ჩამოაყალიბა საქართველოს…

ვრცლად