ცერნის მოძრავ გამოფენას თამარ სანიკიძე მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა

ცერნის  მოძრავ გამოფენას თამარ სანიკიძე მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა

მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში ჯერ ისევ გამოფენილია ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, ცერნის (CERN) მოძრავი გამოფენა. გამოფენის სანახავად, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლიდან მოდიან მოსწავლეები. დღეს, გამოფენას მოსწავლეებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუმრობდა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ცერნის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობას ქართველი ახალგაზრდა სტუდენტები უწევენ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს ამომწურავად პასუხობენ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. ცერნი ეს არის ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. იგი განლაგებულია ქალაქ ჟენევის…

ვრცლად

მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა

მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოსმეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კონგრესი – “ქართველოლოგიისპრობლემები და პერსპექტივები“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ–ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს კულტურისმინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრიდიასპორის საკითხებშიგელა დუმბაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგიკვესიტაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანჩამოსული ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები დაესწრნენ. კვირეულის ფარგლებში, 10-14 ნოემბერს თბილისი პირველ ქართველოლოგიურ კონგრესს,,ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები უმასპინძლებს,რომლის სტუმრები იქნებიანმეცნიერები მსოფლიოს ასამდე ქვეყნიდან. კონგრესის მიზანია ქართველოლოგიაში მომუშავეუცხოური უნივერსიტეტებისა და ცენტრებისმეცნიერთა ანგარიშებისა და პრობლემატიკისწარდგენა,…

ვრცლად

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნა

2015 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში საზეიმოდ გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული. კვირეული გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. მათ მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეებს უსურვეს წარმატებები და დაათვალიერეს სხვადასხვა უწყების მიერ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში წარმოდგენილი კუთხეები. მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში, 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, იხილონ ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა „ცერნი დღეს“ და „LHC  ინტერაქტიული გვირაბი“,…

ვრცლად

მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

მეცნიერებისა და ინოვაციების უპრეცედენტო კვირეული დაიწყო

პირველად საქართველოსა და კავკასიაში,  მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება. კვირეულის მიზნებია: სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა; ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება; ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება. კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და…

ვრცლად

10-17 ნოემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 100-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება

10-17 ნოემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 100-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება

ყოველდღე, 11:00-18:00, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება გამოფენა – ხელნაწერი კულტურის განვითარების ეტაპები გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ზუსტი ასლები, VII-XVII საუკუნეების ხელნაწერები მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1/3.

ვრცლად

პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული

პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული

2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოში, ჩატარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება: კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.

ვრცლად