გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია (2)გიორგი ჩიტაია (1)გიორგი ჩიტაია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ასპირანტი ეთნოგრაფიის სპეციალობით და თსუ-ს ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, უფროსი სპეციალისტი და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. გიორგი ჩიტაია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელი; მის სახელს უკავშირდება ეთნოლოგიური დისციპლინის განვითარება საქართველოში. გიორგი ჩიტაიამ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით საფუძველი ჩაუყარა ქართული ეთნოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მან შეიმუშავა საველე კვლევის სპეციფიკური მეთოდი – კომპლექსურ-ინტენსიური კვლევის მეთოდი, რომლის წყალობითაც ქართული ეთნოლოგიური სკოლა მოწინავე სკოლად იქცა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. უდიდესია მისი ღვაწლი ეთნოლოგიური აზრის კონცეპტუალიზაციის, მეთოდოლოგიური და თემატური მიმართულებების განსაზღვრის საქმეში.

Print Friendly

Leave a Comment