გიორგი ციციშვილი

გიორგი ვლადიმერის ძე ციციშვილი იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1949 წლიდან იგი იყო თსუ-ს პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა განყოფილების წევრკორესპონდენტი სპეციალობით“ფიზიკური ქიმია”, განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და ბიუროს წევრი. 1960 წელს იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1963 წელს კი არჩეული იყო პრეზიდიუმის წევრად და ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოსმდივნად.

 გიორგი ციციშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ადსორბაციული მოვლენების კვლევების იმ საერთაშორისო კომპლექსური პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში, რომლის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის და ე.წ. “სოციალისტური ბანაკის” მკვლევარები. მისი ხელმძღვანელობით შექმნილია ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე ფიზიკურქიმიური კვლევების ჩასატარებლად. გიორგი ციციშვილი საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების შესწავლის, წარმოების ორგანიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების ერთერთი მთავარი ინიციატორი იყო; მისი დამსახურებით თბილისი ცეოლითების კვლევისა და გამოყენების აღიარებული სამეცნიერო ცენტრია. მან ჩამოაყალიბა ცეოლითების საქართველოს ასოციაცია, რომელიც მისი თაოსნობით 1998 წელს გახდა ევროპის ცეოლითების ასოციაციათა გაერთიანების (FEZA) წევრი.       

გიორგი ციციშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: “კვანტური ქიმია”, “სორბაციული პროცესები” და რიგი ჩამონათვალი ფუნდამენტური შრომებისა ნივთიერების აღნაგობის შესწავლის დარგში. იგი არის ოთხენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული) ქიმიური ლექსიკონის რედაქტორი და ჟურნალის “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ქიმიის სერი”– ის გამოცემის ინიციატორი.

 მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსდა აკადემიკოს გიორგი ციციშვილის  სახელობის პრემია ქიმიის დარგში. 

Print Friendly

Leave a Comment