გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი (1) გიორგი ჭოღოშვილი (3)

გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი, აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი საქართველოს ტოპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ტოპოლოგიის არაერთი მიმართულების თანამედროვე მიღწევები მის სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული.

სამეცნიერო მოღვაწეობის  პარალელურად ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მან შექმნა მეოცე საუკუნის, თანამედროვე მათემატიკოსთა ძლიერი სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ მის საქმეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში. მისი ძალისხმევით 1965 წელს შეიქმნა აუცილებელი კურსი „ალგებრისა და ტოპოლოგიის ძირითადი სტრუქტურები“. აკადემიკოს ჭოღოშვილის მიერ შექმნილ თსუ-ის ალგებრისა და გეომეტრიის კათედრაზე და მის მიერვე დაარსებულ ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყოფილებაში არაერთი ახალგაზრდა სამეცნიერო კადრი მომზადა.

მისი ინიციატივით, წლების განმავლობაში, საქართველოს ქალაქებში რეგულარულად იმართებოდა მათემატიკოსთა კონფერენციები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის საქმეში – ჭოღოშვილი ქართული მათემატიკური ტერმინების დამდგენ კომისიას და სათანადო ლექსიკონების გამოცემას ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოეთში მივლინებებისას ჭოღოშვილი ახერხებდა აღმოეჩინა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული ცნობები, რომელთა შესახებაც მას არაერთი პუბლიკაცია გამოუცია.

გიორგი ჭოღოშვილის სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ტოპოლოგიის შემდეგ მიმართულებებს:

 ● მორსის თეორია.

● ორადობის თეორია.

● კომპაქტურ ჯგუფთა პირდაპირი სპექტრების თეორია.

● ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის თეორია.

● ზოგადი ტოპოლოგია.

1940 წელს გიორგი ჭოღშვილის  მიერ აგებულ იქნა კომპაქტური ჰაუსდორფის სივრცეებისათვის ახალი ჰომოლოგიის თეორია, რომლის განმარტება გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და ელეგენტურობით.

გიორგი ჭოღოშვილის გამოკვლევებმა ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიაში მას დაუმკვიდრეს საერთაშორისო აღიარება და ავტორიტეტი ტოპოლოგიის ამ დარგში.

ევკლიდური სივრცის კომპაქტურ ქვესიმრავლეთა განზომილების საკითხებზე მის მიერ აგებულ ჰიპოთეზას დღეს ჭოღოშვილის ჰიოპოთეზას უწოდებენ.

Print Friendly

Leave a Comment