ვლადიმერ მაყაშვილი

ვლადიმერ გიორგის ძე მაყაშვილი იყო ცნობილი ქართველი საბჭოთა იურისტი, კრიმინალისტი. 1934-1940 წ.წ. გახლდათ თსუ-ის სისხლის სამართლის კათედრის ასისტენტი, შემდეგ კი უფროსი მასწავლებელი.

იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც საბჭოთა იურიდიულ ლიტერატურაში ბრალის ცნებას შეეხო და სრულიად საკავშირო იურიდიული დაუსწრებელი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში მიწვევის დროს, დაწერა პუბლიკაცია, რომელიც ეხება სისხლის სამართლის ერთ-ერთ ურთულეს საკითხს – ბრალის პრობლემას.

ვ. მაყაშვილი თანაავტორია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მეცნიერულ-პრაქტიკული კომენტარისა, რომელიც 1976 წელს გამოიცა.

1966 წელს ვ. მაყაშვილი აქტიურად  ჩაება ,,ქართული საბჭოთა  ენციკლოპედიის” შექმნაში. ვ. მაყაშვილი რამდენიმე  ათეული სტატიის ავტორია. იგი აქტიურ მონაწილეობას  იღებდა ქვეყნის იურიდიულ  ცხოვრებაში – რესპუბლიკურ და საქართველოში მიმდინარე საკავშირო თუ საერთაშორისო თათბირებსა და კონფერენციებზე.

Print Friendly

Leave a Comment