თინათინ წერეთელი

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი. იგი პირველი დოქტორი ქალი იყო საბჭოთა კავშირის იურისტთა შორის. თ. წერეთელი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის გამგე, ხოლო 1950-52 წლებში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

1957 წლიდან, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამართლის განყოფილება, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით დაარსდა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი და რომელიც დღეს თინათინ წერეთლის სახელს ატარებს.

მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობისას მან ზედიზედ გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფიები: ,,დანაშაულის მომზადება და მცდელობა” (1961 წ.)  ,,თანამონაწილეობა დანაშაულში” (1965 წ.),  ,,დანაშაულებრივი ქმედება და მისი შედეგი” (1966 წ.), ,,მოძღვრება დანაშაულზე” (1969 წ.). 1963 წელს თინათინ წერეთლის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა რუსულქართული იურიდიული ტერმინოლოგია, რომელიც იურისტთა სამაგიდო წიგნად იქცა. 1976 წ. დაიბეჭდა ,,საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები”, 1980 წ. ,,დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ”.

Print Friendly

Leave a Comment