საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს FLEX პროგრამის 28-ე შესარჩევ კონკურსს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შეზღუდიული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსაც. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმები მათთვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაბადებული არიან 2003 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 15 ივლისამდე. მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ სმენის, მხედველობის ან სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ტესტირება შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ჩატარდება.
კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამო FLEX პროგრამის 2021-2022 წლის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ონლაინ. 2020 წლის შემოდგომას. მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი ან არის ტელეფონის/კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა.
I რაუნდი ჩატარდება 1-ლი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. იგი მოიცავს ონლიან აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვებს. რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღებად გადადით ბულზე: HTTP://AIS.AMERICANCOUNCILS.ORG/FLEX
II რაუნდში, აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს. ფინალური რაუნდი დაიწყება ნოემბერში. მესამე რაუნდი მოიცავს გასაუბრებას, 3 ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიწერეთ ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისს, შემდეგ მისამართზე FLEX.GE@AMERICANCOUNCILS.ORG.