გაზეთი ”24 საათი” 14 სექტემბერი
რა სიახლეები იქნება 2010-2011 სასწავლო წელს
ნინო ბარაბაძე
15 სექტემბერს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. 2010-2011 წელს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს არაერთი სიახლე ელით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვით, იცვლება მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები, სასკოლო ჟურნალები, ინერგება ახალი საგნები; იზრდება როგორც მასწავლებელების, ასევე დირექტორების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პასუხისმგებლობები. ახალი სასწავლო წელი ყველაზე მნიშვნალოვანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება. წელს პირველად, ისინი საატესტატო გამოცდებს მსოფლიოში აღიარებული ყველაზე თანამედროვე კატის სისტემით ჩააბარებან.
რა ცვლილებები გატარდება ახალ 2010-2011 სასწავლო წელს, კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
დიმიტრი შაშკინი: “ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. ტრიმესტრების ნაცვლად, სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა. პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება. 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე მოსწავლეებს დიდი არდადეგები ექნებათ. პირველი და მე-12 კლასის მოსწავლები მეორე სემესტრს 20 მაისს, ხოლო დანარჩენები 15 ივნისს დაამთავრებენ. შუალედში მათ ექნებათ სააღდგომო არდადეგები, რომელიც დიდ ხუთშაბათს დაიწყება და აღდგომის შემდეგ ოთხშაბათს დასრულდება.
იცვლება ასევე შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან. ეს იქნება საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. შემოდის ახალი საგნები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტის გაკვეთილები. თბილისის მერიასთან ერთად ყველა სკოლებში უკვე ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი ან მოედანი. გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები, იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლება დაიწყება. ყველა დაპირება, რაც საზოგადოებას მივეცით შესრულდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოდები უფასოდ გადაეცათ. საპილოტე სკოლების 3 000 პირველკლასელი (ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა სკოლისა და თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელი) პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტბუკს მიიღებს. მასში ჩატვირთული სპეციალური სასწავლო თამაშები ბავშვებს ქართულის, ბუნებისა და მათემატიკის საგნების შესწავლაში დაეხმარებათ.Aუკვე ამოქმედდა `ბუკის~ ვებ.გვერდიც, (წწწ.ბუკი.გე) სადაც ყველა კლასის მოსწავლეებისთვის ჩატვირთულია სახელმძღვანელოებიც და კლასგარეშე ლიტერატურაც. ნეტბუქის ასათვისებლად მასწავლებლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტრდათ. იმ სკოლების პირველკლასელები, რომლებიც საჩუქრად ნეტბუქს მიიღებენ, ინგლისური ენის შესწავლას პირველივე კლასში დაიწყებენ. მომავალი წლიდან, ნეტბუქს ყველა პირველკლასელი მიიღებს. შესაბამისად, ინგლისურის შესწავლა ყველა პირველკლასელი დაიწყებს. პირველად საქართველოში, არაქართულენოვანი სკოლებისათვის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები მულტილინგვურად გადაითარგმნა. ბავშვები ერთმანეთის პარალელურად ქართულ ენას, ისტორიას და გეოგრაფიას ისწავლიან. თბილისის ყველა რუსული სკოლა წელს საგნების 30%-ს ქართულად შეისწავლის და ეს პროცენტი მომავალში კიდევ უფო გაიზრდება. ჩემი ბრძანებით, სკოლებში აიკრძალა ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით იქნება. 2010 წლის ბოლომდე, ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში 1000 ინგლისურენოვანი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს. `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ პროექტის ფარგლებში, უცხოელი პედაგოგები ქართველ ბავშვებს ინგლისურს შეასწავლიან. პედაგოგთა რიცხვი მომავალი წლიდან გაორმაგდება”.
ერთ-ერთი სიახლეა ისიც, რომ შეიცვალა სასკოლო ჟურნალები...
ჩემი ბრძანებით, უკვე დამტკიცებულია ახალი უნიფიციერებული ჟურნალები, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება განათლების ხარისხის ასამაღლებლად და აკადემიური დასწრების ხარისხის გასაკონტროლებლად. მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება დასწრება ასპროცენტიანი ნიშნით. ჟურნალი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი იქნება და მისი გაყალბებისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდება. ახალი ჟურნალები საშუალებას იძლევა მუდმივად გაკონტროლდეს ბავშვის დასწრება და ცოდის დონე. ამ ჟურნალების ბაზაზე, 2011 წლიდან ეტაპობრივად ელექტრონული ჟურნალების შემოღება დაიწყება. მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი შვილების განათლება ონლაინ რეჟიმში გააკონტროლონ. ეს არის ხარისხის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება რა სიტუაციაა ამა თუ სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით, რათა ჩავარდნის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ.
მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და დირექტორებისთვის ეთიკის კოდექსები ამოქმედდა. მისი დაცვა აუცილებელია?
ეთიკის კოდექსის საფუძველზე თითოეული სკოლა შინაგანაწესს შეიმუშავებს და მისი დაცვა ყველა მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის და დირექტორისთვის აუცილებელი იქნება. ვინც შინაგანაწესს არ დაემორჩილება, დამრღვევების წინააღმდეგ ადეკვატური ზომები გატარდება. სკოლის უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერტიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ. სკოლის შიდა და გარე პერიმეტერის გასაკონტროლებლად, ასევე უსაფრთოების ზონების შესაქმნელად, სკოლებში უკვე დამონტაჟებულია ვიდეომონიტორინგის სისტემები, (დაახლოებით 10-16 კამერა). სისტემა მანდატურებისა და დირექტორის კომპიუტერებზეა შეერთებული. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ბავშვების უსაფრთხოება. არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაარღვევს შინაგანაწესს და ეს რეაგირების გარეშე დარჩება. ერთხელ და საბოლოოდ, სკოლებში დისციპლინა დაბრუნდება და სამინსიტრო იქბნება ძალიან მკაცრი არა მხოლოდ შინაგანაწესის დამრღვევი მოსწავლებიის, არამედ დირექტორების მიმართაც, რომლებიც ეცდებიან თვალი დახუჭონ დისციპლინის დარღვევაზე. როგორც მასწავლებელი, ისე დირექტორი სკოლაში შეულახავი ავტორიტეტი უნდა იყოს. მოსწავლეები, რომლებიც ხშირად იქნებიან შემჩნეულნი შინაგანაწესის დარღვევაში, იქნება ეს ძველბიჭობა, ხულიგნობა თუ შატალოზე სიარული მათ მიმართ ადეკვატური სანქციები გატარდება. შესაძლოა, მათი მხრიდან ფიზიკური შრომის საკითხი დადგეს. (მაგალითად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის დაალაგონ და ა.შ.) სისტემატური დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება სკოლიდან გარიცხვა. აგრეთვე მათი სპეცსკოლებში გადაყვანა. ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ასეთი სკოლა სამტრედიაში ფუნქციონერებს. სკოლის დირექტორებს ექნებათ შუამდგომლობის დაყენების უფლება, რომ რთულადაღსაზრდელმა ბავშვმა სწავლა იქ განაგრძოს. სკოლა ვალდებული იქნება ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა, მშობელზე, რომელიც ბოროტად აარიდებს თავს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსით გათვასიწინებული საჯარიმო სანქციები დაწესდება. მაგალითად, თუ სკოლის დიორექტორი რამდენჯერმე დაიბარებს სკოლის შინაგანაწესის დამრღვევი ბავშვის მშობელს და სთხოვს ზეგავლენა მოახდინოს შვილზე, აუხსნას, რომ არ უნდა სცემოს თანაკლასელი და ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე და ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით მაქსიმალური ყურადღება მიექცევათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს. რა სიახლეებია მათთან მიმართებაში?
სამინისტრომ ინკლუზიური სკოლების პრობლემებზე მუშაობა უკვე დაამთავრა. მათი ნაწილი აქამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ნაწილი ჩვენ გვექვემდებარებოდა. მათზე ზურნვა ამჟამად მხოლოდ ჩვენ გვევალება. ამ სკოლების რეაბილიტაციისას ზოგიერთი სკოლის ოპტიმიზაცია მოხდა, რადგან იმდენად მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაციას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი რეაბილიტირებულ სკოლებში გადავიყვანეთ სადაც განათლების მიღებისა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების პრობლემა აღარ ექნებათ.
2011 წლიდან მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებს ჩააბარებენ. რა ფორმით ჩატარდება გამოცდები?
საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით დილემის წინაშე ვიდექით. პირველი ვარიანტი იყო, გამოცდები საგამოცდო ცენტრებში ჩატარებულიყო და ბავშვებს ერთმანეთის პარალელურად ჩაებარებინათ როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო გამოცდები. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს საგამოცდო ცენტრებში სიარული მოუწევდათ, რაც მათთვის არაკონფორტული იქნებოდა, ამიტომ, წავედით უფრო რთული, მაგრამ, მიმაჩნია სამართლიანი გზით. რვა გამოცდას ისინი კატის სისტემით ჩააბარებენ, რომელიც ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიაა განათლების სფეროში რაც კი მსოფლიოში არსებობს. ამ სისტემას იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ჰოლანდია და ა.შ. კატის სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას ბავშვის ბაზისური ცოდნა სიღრმისეულად შევაფასოთ. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები საგამოცდო ცენტრებში არ ვატაროთ და სასკოლო გამოცდები მათსავე სკოლაში კატის სისტემით ჩავატაროთ. მოსწავლე მივა თავის სკოლაში, დაჯდება კომპიუტერთან და მეთვალყურის თანდასწრებით უპასუხებს კომპიუტერის მიერ დასმულ კითხვებს. კითხვა საშუალო სიძლიერისა იქნება. თუ მოსწავლე წარმატებით უპასუხებს, შემდგომი კითხვები რთულება, ხოლო თუ სწორად ვერ უპასუხებს, კითხვები გაიოლდება ანუ პროგრამაAტალღობრივად ამოწმებს რეალურ ცოდნას და მოსწავლე იქვე იღებს პასუხს, ჩააბარა თუ არა გამოცდა. საატესტატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი ჩვეულებრივ, საგამოცდო ცენტრში ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლაში უფასოდ გაიარონ აბიტურის კურსი, რაც საატესტატო გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.