გაზეთი ”კვირის პალიტრა” 13-20 სექტემბერი
”ექსტერნატის გამოცდები მხოლოდ მოსწავლეთა 5%-მა ჩააბარა, რაც შინ
მიღებული განათლების შედეგია”
იზო რიკაძე
რა ინიციატივებსა და სიახლეებს გვთავაზობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო სეზონზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი გვესაუბრება:
ბატონო დიმიტრი, როგოც გაირკვა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 8 ათასამდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამის მიზეზი გამოცდების გამკაცრება გახდა თუ აბიტურიენტების მომზადების დონე იყო დაბალი?
ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფა მოხდა და ერთ წელიწადში სკოლებში მდგომარეობა გაუარესდა. მიზეზი, რომ აბიტუტიენტების დიდი ნაწილი სტუდენტი ვერ გახდა, მეოთხე გამოცდის დამატება შეიქნა. X, XI, XII კლასელები არ დადიოდნენ სკოლაში და ემზადებოდნენ მხოლოდ იმ სამ საგანში, რაც უმაღლეს საწავლებელში მოსახვედრად სჭირდებოდათ. მივიღეთ კიდეც შედეგი აბიტურიენტებმა წელს შარშანდელზე უკეთ ჩააბარეს ქართულის, უნარებისა და უცხო ენის გამოცდები, მაგრამ გაუჭირდათ მეოთხე, არჩევითი საგნის ჩაბარება. განსაკუთრებით - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ეს მართლაც რთული საგნებია და როდესაც მოსწავლე სკოლაში არ დადის, ცხადია ამ საგნების ჩაბარება უძნელდება. ექსტერნატის გამოცდები მოსწავლეების მხოლოდ 5% ჩააბარა. აი, ეს არის შინ მიღებული განათლების შედეგი.
ასევე სავალალო შედეგი აჩვენა პედაგოგების სერტიფიცირებამაც. სერტიფიცირების გავლა პედაგოგების მხოლოდ 12 % -მა შეძლო.
2014 წლამდე სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. წელს სერტიფიცირებას ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მათემატიკის მასწალებლები გადიოდნენ. გამოცდებზე გასვლა მხოლოდ 20 ათას პედაგოგს შეეძლო. 20 ათასიდან 10 ათასი ( რაც მაღალი მაჩვენებელია) პედაგოგი ნებაყოფლობით გამოვიდა გამოცდაზე, რომ თავისი ცოდნა შეემოწმებინა. სერტიფიცირების ამოცანა არა ნიშნის მიღება, არამედ პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებაა და ეს სწორად გაიგეს მასწავლებლებმა. 10 ათასი მასწავლებიდან უმრავლსობამ მხოლოდ ერთი, უნარების გამოცდა ჩააბარა (პედაგოგები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნობრივსა და უნარებს). რადგან პროცესი ოთხწლიანია, გადაწყვიტეს წელს ერთ საგანში მოზადებულიყვნენ. გაისად კი - მეორეში. მათ იცოდნენ რომ ერთ გამოცდაში სერტიფიკატს ვერ მიიღებდნენ. ასე რომ, სერტიფიცირების რეალურ შედეგს გაისად ვნახავთ, როდესაც პედაგოგები მეორე გამოცდას ჩააბარებენ. რომელი პედაგოგიც ვერ ჩააბარებს სერტიფიკაციის გამოცდას, 2014 წლის შემდეგ ის სკოლაში აღარ იმუშავებს.
წელს, ახალი სასწავლო წლიდან იცვლება საათობრივი ბადე. საბუნებისმეტყველო საგნებს გაეზარდა საათობრივი დატვირთვა, გაუქმდა ტრიმესტრული სწავლება, რაც შეცდომა იყო. ბავშვები ერთ საგანს ერთ ტრიმესტრში საწვლობდნენ, მეორე და მესამე ტრიმესტრში კი - არა. მე-12 კლასში შემოვიღეთ აბიტურის კურსი - სკოლა მოსწავლეს კვირაში რამდენიმე საათის გამოყოფას სთავაზობს საატესტატო გამოცდისთვის მოსამზადებლად. მოსწავლეებს ყველაფერს გაამეორებინებენ. სკოლებში შემოვიღეთ ახალი საგანი - ”სისკოს” სტანდარტის მიხედვით კომპიუტერის სამდონიანი სწავლება. თუ მოსწავლეს სურვილი ექნება, პროგრამისტის პროფესიას დაეუფლება. წელს დავიწყეთ მსოფილიო კულტურის წავლების პილოტირება. ეს საგანი მომავალი წლიდან ყველა სკოლაში შევა. სავალდებულო იქნება სამოქლაქაო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებაც. 3 000 პირველკლასელს კომპიუტერები დავურიგეთ. ინგლიური ენის სწავლება ამ ბავშვებისთვის 1-ლი კლასიდან დაწიყება. იანვრიდან თბილისის ყველა სკოლაში მუსიკის გაკვეთილებთან ინტეგრირებული იქნება ცეკვის გაკვეთილი.
სწავლა ამიერიდან 15 სექტემბერს დაიწყება და პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დამთავრდება. 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე დიდი საახალწლო არდადაგები იქნება. მეორე სემესტრი 20 იანვარს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. ხოლო პირველი და მეთორმეტე კლასელები სწავლას 20 მაისს დამათვრებენ. სააღდგომოდ იქნება მცოცავი არდადაგები, რომელიც დიდ ხუთშაბათს დაიწყება და აღდომის შემდეგ ოთხშაბათს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ ვიზრუნეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებზეც. მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს I-XII კლასების ჩათვლით.
აკრიტიკებენ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ სწავლების დონესაც. ხშირად გაიგონებთ, ადრე უკეთეს სპეციალისტებს ამზადებდნენ უნივერსიტეტებიო.
-დღეს საქართველოში 270 უმაღლესი სასწავლებელია, რომელთაგან 200 ლიცენიზრებულია და 70 - აკრედიტებული. ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს სახლმწიფო არ აღიარებს. ასეთ სასწავლებლებში 20 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებლის ხელმძღვანელობა ატყუებს სტუდენტებს,
რომ მათი დიპლომი აღიარებული იქნება. რეალურად, სახელმწიფოს მიერ აღირებულ დიპლომს ავტორიზირებული უმაღლეს სასწავლებელი გასცემს. 1-ლი სექტებრიდან დაწყებულია პროგრამული
და არა ინსტიტუციური აკრედიტაცია. თუ უმაღლესი სასწაველებელი აკრედიტაციას იმის მიხდევით იღებდა, რამდენი ფართი და კომპიუტერი ჰქონდა, ახლა მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორი ინტელექტუალური ბაზა და რესურსი აქვს, რომ ესა თუ ის სპეციალობა ასწავლოს. ასევე მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც, უმაღლესი სასწალებელი თვითნებურად ვეღარ გაზრდის სწავლის საფასურს, იმისათვის, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა სწავლის ფასი გაზარდოს, მთავრობის დადგენილება იქნება საჭირო.
სამინისტროში განიხილებოდა საკითხი, რომ სკოლის გამოსაშვები და უმაღლეში მისაღები გამოცდები ერთად ჩატარებულიყო. რა გადაწყდა?
გამოსაშვები და მისაღები გამოცდები ცალ-ცალკე ჩატარდება. პირველად პოსტსაბჭოტა სივრცეში აპრობირებული იქნება მსოფლიოში აღიარებული ე. წ. კატის სისტემა. ეს საშულებას იძლევა, საატესტატო ცოდნა ობიექტურად შეფასდეს. დათქმულ დროს ყველა სკოლაში ჩატარდება საატესტატო გამოცდა (ეს შეეხებათ მათ, ვისაც ატესტატის აღება და ინსტიტუტში სწავლის გაგრძელება უნდა, ვისაც ატესტატი არ უნდა, სერტიფიკატს მიიღებს). სასკოლო გამოცდები რვა საგანში ჩატარდება. მოსწავლე მივა სკოლაში, დაჯდება კომპიუტერთან და მეთვალყურის თანდასწრებით უპასუხებს კომპიუტერის მიერ დასმულ კითხვებს. თუ მოსწავლე პირველად დასმულ რამდენიმე კითხვას წარმატებით უპასუხებს, შემდგომი კითხვები გართულება, ხოლო თუ მოსწავლე სწორად ვერ უპასუხებს, კითხვები გაიოლდება, ანუ პროგრამა ტალღობრივად ამოწმებს ცოდნას და მოსწავლე იქვე იღებს პასუხს, ჩააბარა თუ არა გამოცდა. საატესტატო გამოცდის ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტი ჩვეულებრივ, საგამოცდო ცენტში აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
საზოგადოება დღემდე ვერ გარკვეულა, ინგლისური ენის რამდენი მასწავლებელი ჩამოდის საქართველოში - ათასი თუ 10 ათასი. ასევე კითხვებს ბადებს მათი კვალიფიკაცია, ისინი პედაგოგები არიან?
საქართველოს პრეზიდენტმა დაგვავალა, წლის ბოლოსთვის საქართველოში ათასი ინგლისურის მასწავლებელი ჩამოსულიყო და ეს დავალება შევასრულეთ. დაგვევალა, რომ ეს რაოდენობა მომავალი წლისთვის გავზარდოთ. დარჩენილი 3 თვე გვაჩვენებს, რამდენი პედაგოგი დაგვჭირდება კიდევ.
ეს პედაგოგები სერტიფიცირებული პედაგოგები არიან. მეორე კატეგორიაა პენიაზე გასული პედაგოგები, რომელთაც აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა და მესამე ჯგუფია მაგისტრატურის ბოლო კურისის სტუდენტები
და პირები, რომლებსაც მშვიდობის კორპუსში მუშაობდნენ. პედაგოგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ, აშშ-სა და კანადაში რეგისტრირდებიან. რეგისტრაციის დროს ვალდებულები არიან გაიარონ ჯანმრთლობის ტესტიც. საჭიროა მათი ქვეყნების შს სამინისტროს ცნობაც, რომ არ არიან ნასამართლევი.
უსათუოდ მინდა გკითხოთ, განათლების სამინისტროში პროკურატურის მოწვევის მიზეზზე.
სამინისტროს გენერალური ინსპექცია არავის მისცემს საშაულებას, კანონი დაარღვიოს. იმის გამო, რომ გენინსპექციას გაუჩნდა კითხვები, სამინისტროში შემოვიდა პროკურატრა და ამოწმებს 2005-2009 წლის პერიოდს. ვინმეს რომ არ ეთქვა, წინამორმედების საქმიანობას ამოწმებსო, სამინისტროში მუშაობს კონტროლის პალატაც, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში სამინისტროს საქმიანობას სწავლობს.
-რა გახდა უნივერსიტეტის რექტორის, გია ხუბუას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი?
- მე, როგორც მინისტრს, არანაირი ბერკეტი არ მაქვს, რომელიმე უმაღლეს სასაწავლებელზე მოვახდინო ზემოქმედება. ყველა უნივერსიტეტი ავტონომიურია. რექტორის არც დანიშვნისა და არც მოხსნის უფლება არ მაქვს. მხოლოდ ის მინდა ვისურვო, რომ ბატონი სანდრო კვიტაშვილი ყველაზე კარგი რექტორი იყოს საქართველოში.
- ბატონო დიმიტრი, იქნებ მითხრათ, რას გერჩიან თეა თუთბერიძე და თავისუფლების ინსტიტუტი?
-მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს კავშირი განათლების სისტემასთან, გავლენა არ უნდა ჰქონდეს განათლების სისტემაზე.