ანალიტიკური ესეების კონკურსი
”25 თებერვალი და 8 აგვისტო - ისტორიული პარალელები”
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს ანალიტიკური ესეების კონკურსს.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; ისტორიული მოვლენების გააზრების, შეფასებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის, ისე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მნიშვნელობა, შეძლონ ამ ორი მოვლენის შედარება, შეფასება, პარალელების გავლება და მათზე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
საკონკურსო პირობები:
- ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს;
- ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას; ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და სკოლის დასახელება;
- ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge გამოტანილ ბანერზე სახელწოდებით: ”25 თებერვალი და 8 აგვისტო - ისტორიული პარალელები,” სადაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ: სახელი, გვარი, სკოლის დასახელება (სკოლის ნომერი, რაიონი/ქალაქი/სოფელი), კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი) და ატვირთოს ნაშრომი 16 თებერვლის 24.00 საათამდე.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია შეაფასებს და გამოავლენს 3 საუკეთესო ესეის (I, II, III ადგილები);
- გამარჯვებულ 3 მოსწავლეს, დიპლომებთან ერთად გადაეცემა ჯილდოები:
I ადგილზე გასულ მოსწავლეს - 500 ლარის, II ადგილზე გასულს - 375 და III ადგილზე გასულს - 250 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:
- მიზანი/თეზისი-ესეს ძირითადი იდეის ჩამოყალიბება;
- შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა;
- ენობრივი გამართულობა;
- კვლევა (ფაქტების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების ხარჯზე საკუთარი ვარაუდების შემუშავება);
- საკუთარი მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება (ანალიზი).
კონკურსის მონაწილეების ელექტრონული რეგისტრაცია >>