საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის „მეგობრული სკოლის“ ფარგლებში ქალაქ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადასცეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. მისი ფართობი ჯამში 7700 კვადრატული მეტრია.