საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების, აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში დისტანციური სწავლების განვითარების კუთხით უწყების თანმიმდევრული პოლიტიკის, მუშაობისა და მიღწეულ შედეგების შეფასებაა წარმოდგენილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.