არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება.
ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.