თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან ერთად მოინახულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ახორციელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს საერთაშორისო დღეს ულოცავს.