საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მთავრობის კანცელარიაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით სკოლებში უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, რომელშიც სკოლების ადმინისტრაციების გარდა რესურსცენტრები და მთლიანად სამინისტროა ჩართული.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XI კლასების მოსწავლეებისთვის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.