საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას.
დღეს, 30 მარტს, პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
ორშაბათიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებითვის „ტელესკოლა“ იწყება.