კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო სკოლის დირექტორის მსურველთათვის ამჯერად ტესტირების თარიღი, ადგილი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.