გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში მედეა ჩალაური ქართულს რვა წელია ასწავლის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი პედაგოგს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, რომ სულ უფრო მეტი გააკეთოს მათ დასახმარებლად და სჯერა, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.